NBA-ს 30 საუკეთესო ცენტრი დასახელდა - სიაში ფაჩულიაც მოხვდა
Aa
Aa

NBA-ს 30 საუკეთესო ცენტრი დასახელდა - სიაში ფაჩულიაც მოხვდა

პოპულარულმა ამერიკულმა გამოცემა sircharlesincharge-მა, NBA-ში მოთამაშე 30 საუკეთესო ცენტრი დაასახელა.

ფაჩულია სიაში ბოლო 30-ე ადგილზეა. ქართველი კალათბურთელის დახასიათება ასე გამოიყურება:

"გასულ სეზონში ფაჩულიამ თავისი შესაძლებლობები ბოლომდე გამოავლინა. ის დაკისრებულ მოვალეობას თავს კარგად ართმევდა. დიახ, ის არ არის იდეალური ცენტრი, მაგრამ მას კარგად გამოსდის ბლოკების დაყენება და დაცვაშიც კარგად მუშაობს. მისი სტატისტიკა კი სტაბილურია. რატომ არის ზაზა სიაში ბოლო? მას შეტევაში აგრესია და სისწრაფე აკლია. ეს მისი პოზიციის მოთამაშისთვის აუცილებელია."

მოწინავე სამეული კი ასე დაკომპლექტდა: 3) დეანდრე ჯორდანი ("კლიპერსი"). 2) მარკ გასოლი ("მემფისი"). 1) რუდი გობერი ("იუტა").

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები