Aa
Aa

"ლაციოს" მეკარე: "დიბალას პენალტებზე ვმუშაობდი"

რომის „ლაციოს“ მეკარის ტომას სტრაკოშას განცხადებით, მას პაულო დიბალას პენალტის შესრულების სტილი შესწავლილი ჰქონდა და ამაზე სპეციალურად მუშაობდა.

სერია ა-ს გასულ ტურში „ლაციალემ“ „იუვენტუსს“ სტუმრად 2:1 მოუგო, ხოლო სტრაკოშამ დიბალას პენალტი 97-ე წუთზე აუღო.

„ძალიან მეწყინა, როცა მათ სასარგებლოდ პენალტი დაინიშნა, რადგანაც პრაქტიკულად ბოლო შეტევა იყო და „იუვე“ ანგარიშის გათანაბრებას არ იმსახურებდა.

სამწვრთნელო შტაბთან ერთად დიბალას პენალტები შესწავლილი მქონდა. გარდა ამისა, მისი საპენალტე სტილის შესახებ მამასაც ვესაუბრე, რომელიც ასევე მეკარე იყო. საბოლოოდ, პენალტის მოგერიება შევძელი, რაშიც ღმერთიც დამეხმარა - ეს ჩემი კარიერის ერთ-ერთი საუკეთსო სეივი იყო“.

პაულო დიბალამ სერია ა-ს ბოლო 2 ტურში 2 პენალტი გააფუჭა და საინტერესოა, რომ მას ორივე შემთხვევაში ალბანელმა მეკარემ აჯობა. „ატალანტას“ კიპერი ეტრიტ ბერიშა და ტომას სტრაკოშა სწორედ ამ ქვეყანას წარმოადგენენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები