როისმა „ბარსელონაში“ გადასვლაზე უარი განაცხადა
Aa
Aa

როისმა „ბარსელონაში“ გადასვლაზე უარი განაცხადა

„Marca“-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „ბარსელონას“ პრეზიდენტი ხოსეპ მარია ბართომეუ, დორტმუნდის „ბორუსიას“ შემტევით, მარკო როისის შეძენით იყო დაინტერესებული.

როგორც აღნიშნული წყარო იუწყება, ბართომეუმ როისის აგენტთან მოლაპარაკებებიც გამართა. „ბარსელონას“ პრეზიდენტი მზად იყო ფეხბურთელის შესაძენად ნებისმიერი თანხა გადაეხადა, თუმცა ყველასდა გასაკვირად როისმა „ბარსელონაში“ გადასვლაზე უარი განაცხადა. გერმანელი თავდამსხმელის თქმით, მისი უარი კატალონიურ კლუბში არსებული მაღალი კონკურენციის გამო იყო განპირობებული.

„ბარსელონას“ ინტერესი ყოველთვის სასიამოვნოა, თუმცა მე არ ვიყავი დარწმუნებული, რომ რეგულარულად ვითამაშებდი. „დორტმუნდში“ კი გუნდის ერთ-ეწრთ წამყვან მოთამაშედ ვითვლები“ - განაცხადა მარკო როისმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები