მესი და ანტონელა მე-3 შვილს ელოდებიან
Aa
Aa

მესი და ანტონელა მე-3 შვილს ელოდებიან

ლიონელ მესი და მისი მეუღლე ანტონელა როკუცო მე-3 შვილს ელოდებიან. ამის შესახებ ცნობილი „ტვიტერის“ მეშვეობით გახდა, სადაც როკუცომ ფოტო გამოაქვეყნა, რომელსაც შემდეგი წარწერა ჰქონდა: „ოჯახი 5 ადამიანით“.

გარდა ამისა, ფოტოზე მას გამობერილი მუცელი აშკარად ეტყობოდა.

შეგახსენებთ, რომ მესისა და ანტონელას ორი შვილი - 5 წლის ტიაგო და 2 წლის მატეო ჰყავთ.

ისინი წლებია ერთად არიან, თუმცა დაქორწინება მხოლოდ გასულ წელს გადაწყვიტეს და საქორწინო წვეულება რამდენიმე თვის წინ მოაწყეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები