ტორესის მე-300
Aa
Aa

ტორესის მე-300

მადრიდის „ატლეტიკოს“ ლეგენდა ფერნანდო ტორესმა კლუბის მაისურით ესპანეთის ჩემპიონატში მე-300 შეხვედრა „ბარსელონას“ წინააღმდეგ ჩაატარა.

ტორესი „ბარსასთან“ მატჩისას მოედანზე 83-ე წუთზე გამოვიდა და თამაშის დასრულების შემდეგ, „ტვიტერზე“ ასეთი პოსტი დაწერა:

„კიდევ ერთი ასეული მიღწეულია, თუმცა დღეს ის შედეგი არ დაფიქსირდა, რაც გვსურდა“.

„ატლეტიკოს“ რიგებში „ელ ნინიოს“ დებიუტი 2001 წელს „ლეგანესის“ წინააღმდეგ შედგა. ვეტერან ფორვარდს კლუბთან ერთად სეგუნდა დივიზიონში 60 შეხვედრა აქვს ნათამაშები, დანარჩენი 240 კი უმაღლეს ლიგაში ჩაატარა. მას ესპანეთის ჩემპიონატის ორივე ლიგაში ჯამურად 104 გოლი აქვს გატანილი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები