შარაპოვამ 2015 წლის შემდეგ პირველი ტიტული მოიგო
Aa
Aa

შარაპოვამ 2015 წლის შემდეგ პირველი ტიტული მოიგო

რუსმა ჩოგბურთელმა მარია შარაპოვამ 2015 წლის შემდეგ პირველი ტიტული მოიგო.

30 წლის შარაპოვამ ტიანძინის ღია პირველობაზე იმარჯვა. მან ფინალურ შეხვედრაში ბელარუს არინა საბალენკას დაძაბულ ბრძოლაში 7:5 7:6 აჯობა.

აღსანიშნავია, რომ 19 წლის საბალენკა ორივე სეტს დიდი უპირატესობით იგებდა და პირველ სეტში 4:1, ხოლო მეორე სეტში 5:1 მიჰყავდა, მაგრამ მისმა გამოცდილმა მეტოქემ გადამწყვეტ მომენტებში მოუმატა და თამაში სეტის წაუგებლად დაასრულა.

მარია შარაპოვამ დოპინგ-სკანდალის შემდეგ პირველი ტიტული მოიგო. მას ბოლოს 2015 წელს რომის მასტერსი ჰქონდა მოგებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები