რონალდუმ პერესს
Aa
Aa

რონალდუმ პერესს "მანჩესტერიდან" ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა

მადრიდის "რეალი" შემადგენლობაში, რომ ცვლილებებს გეგმავს ეს ახალი ამბავი არ გახლავთ.

გუნდის ხელმძღვანელობას, კრიშტიანო რონალდუმ "მანჩესტერ იუნაიტედის" გოლკიპერის დავიდ დე ხეას დამატება მოსთხოვა.

როგორც Diario Gol-ი იუწყება, "ბლანკოსის" მოთამაშეები კეილორ ნავასის ფორმით უკმაყოფილებას გამოთქვამენ.

"რეალს" დე ხეას შეძენა უკვე დიდი ხანია სურს, მაგრამ საბოლოო შეთანხმებამდე ჯერ ვერ მივიდნენ.

არ არის გამორიცხული, რომ ფლორენტინო პერესმა ტრანსფერში გარეთ ბეილი ჩართოს, რომლის დამატების დიდი სურვიული ჟოზე მოურინიოს აქვს.

მხარეები მოლაპარაკებებს სავარაუდოდ ზამთარში განაახლებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები