ფედერერმა შანხაის მასტერის მოიგო
Aa
Aa

ფედერერმა შანხაის მასტერის მოიგო

შანხაის მასტერსის 2017 წლის გამარჯვებული როჯერ ფედერერი გახდა.

შვეიცარიელმა „მაესტრომ“ ტურნირის ფინალურ შეხვედრაში თავისი ყველაზე პრინციპული მეტოქე და მსოფლიოს ამჟამინდელი პირველი ჩოგანი რაფაელ ნადალი საკმაოდ მარტივად - 6:4 6:3 დაამარცხა.

ფედერერმა პირველი სეტი 1 ბრეიკით მოიგო, ხოლო მეორე პარტიაში ნადალის ჩაწოდების ორჯერ აღება მოახერხა. აღსანიშნავია, რომ იგი საკუთარ მოწოდებაზე ძალიან დამაჯერებლად თამაშობდა და ნადალს 1 ბრეიკ-პოინტიც კი არ მისცა.

როჯერ ფედერერმა კარიერაში 27-ე მასტერსის სერიის ტურნირი მოიგო, ხოლო საერთო ჯამში 94-ე ტიტულის მფლობელი გახდა.

2017 წლის სეზონში ფედერერმა ნადალს 4-დან 4 ურთიერთშეხვედრა მოუგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები