Aa
Aa

ყაზაიშვილმა MLS-ში მორიგი გოლი გაიტანა

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ვაკო ყაზაიშვილმა MLS-ში მორიგი გოლი გაიტანა.

"სან ხოსემ" სტუმრად "ვანკუვერთან" ითამაშა და შეხვედრა ფრედ 1-1 დასრულდა.

მეორე ნახევარში, როცა მასპინძლები 1-0-ს იგებდნენ, 77-ე წუთზე ვონდოლოვსკის გადაცემის შემდეგ, ყაზაიშვილმა წონასწორობა აღადგინა და შეხვედრაში საბოლოო შედეგი დააფიქსირა.

მიმდინარე სეზონში, ვაკოს ანგარიშზე 12 მატჩში 5 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა. 

რაც შეეხება "სან ხოსეს", 33 ტურის შემდეგ მათ 43 ქულა აქვთ და დასავლეთ კონფერენციაში მე-6 პოზიციას იკავებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები