Aa
Aa

"ინტერთან" მარცხის შემდეგ, მარკო ფასონემ მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა

დერბიში დამარცხების (2-3) შემდეგ, "მილანის" ვიცე პრეზიდენტმა მარკო ფასონემ მედიასთან ისაუბრა და საკმაოდ უცნაური განცხადებაც გააკეთა.

"დერბის წაგება ყოველთვის მტკივნეულია. პირველ ნახევარში "მილანი" ცუდად გამოიყურებოდა, თუმცა მეორე ნახევარში სულ სხვა გუნდი ვნახეთ. მოგატყუებთ, თუ გეტყვით, რომ საწყის 8 ტურში 4 მარცხს ველოდი. როდესაც პაციენტი ავადაა, თქვენ მას წამალს აძლევთ, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში ავადმყოფს უბრალოდ დრო სჭირდება. აი ასეთი სიტუაციაა "მილანში". ჩვენ პოზიტივს ვხედავთ და მხარს ვუჭერთ მონტელას".

სერია A-ს გასული 8 ტურის შემდეგ, "როსონერის" 12 ქულა აქვს მე-12 ადგილზე იმყოფება. "მილანი" ჩემპიონთა ლიგის ზონას უკვე 5 ქულით ჩამორჩება.

მატჩის შემდეგ, როგორ მონტელამ თქვა, მათ ოთხეულში მოხვედრა არ უნდ აგაუჭირდეთ...

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები