Aa
Aa

"მილანთან" ჰეთ-თრიკის შემდეგ, იკარდი "ინტერის" ისტორიაში შევიდა

გუშინდელი მილანური დერბის მთავარი გმირი მაურო იკარდი გახდა, რომელმაც ჰეთ-თრიკი შეასრულა და თავისიანებს გამარჯვება (3-2) მოუტანა.

არგენტინელი ფორვარდი "ინტერის" ისტორიაში გახდა მე-4 მოთამაშე, რომელმაც "მადონინაში" ჰეთ-თრიკის გაფორმება მოახერხა.

ამრიგად იკარდი, 1949 წელს ამედეო ამედის, 1953 წელს იშტევანუ ნერშუსა და 2012 წელს დიეგო მილიტოს შეუერთდა, რომლებმაც მილანურ დერბიში სამი ბურთის გატანა მოახერხეს.

არგენტინელი ფორვარდი "ნერაძურის" შემადგენლობაში 2013 წლიდან ასპარეზობს და მის ანგარიშზე 154 შეხვედრაში 87 გოლია.

შეგახსენებთ, რომ ამ გამარჯვების შემდეგ, ლუჩანო სპალეტის გუნდი ცხრილში 22 ქულით მე-2 პოზიციას იკავებს და ლიდერ "ნაპოლის" 2 ქულით ჩამორჩება.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები