Aa
Aa

"ლივერპული" - "მანჩესტერი": გარი ნევილის ანალიზი - წაგების შიში ავტობუსის წინააღმდეგ

"მანჩეტსერ იუნაიტედის" ყოფილმა მოთამაშემ და ამჟამად საფეხბურთო ანალიტიკოსმა გარი ნევილმა, "ლივერპულისა" და "იუნაიტედის" ბოლო დაპირისპირებაზე (0-0) ისაუბრა და საკმაოდ საინტერესო ანალიზიც გაუკეთა.

"შეხვედრის პირველ ნახევარში მომეჩვენა, რომ "იუნაიტედი" კარგად გამოიყურებოდა და შარშანდელი სეზონისგან განსხვავებით "ენფილდზე" დაცვაში ჯდომას არ აპირებდა, თუმცა მეორე ტაიმში ყველაფერი ძველებურად აღმოჩნდა - მოურინიოს ფრე აწყობდა და მიიღო კიდეც. მატჩის დროს, მხოლოდ ერთი გუნდი ცდილობდა შეტევას და ეს "ლივერპული" იყო. დიახ, ვიცი რასაც დაწერს პრესა. მოურინიომ საჯარიმოში ავტობუსი ჩააყენა. კლოპს უკეთესადაც შეეძლო, რომ შეხვედრა წარემართა. ის ნახევარმცველების მოხსნასა და უფრო შემტევ სტილზე გადაწყობას მოერიდა. მან ვერ გაბედა, რადგან წაგების შეეშინდა. გასაგებია, თუ რატომაც ჰქონდა მასპინძლებს ფრთხილი სტილი. გერმანელი სპეციალისტი ახლა ისეთ მდგომარეობაშია, რომ წაგების უფლება არ აქვს."

შეგახსენებთ, რომ ამ ფრის შემდეგ "მერსისაიდელები" 8 ტურის შემდეგ 13 ქულა აქვთ და მერვე პოზიციაზე იმყოფებიან. "წითელმა ეშმაკებმა" კი ლიდერობა თანაქალაქელ "სიტის" დაუთმეს და 20 ქულით მეორე პოზიციას იკავებენ. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები