მარსელო პრესას აკრიტიკებს და რონალდუს იცავს:
Aa
Aa

მარსელო პრესას აკრიტიკებს და რონალდუს იცავს: "ეს არასწორია!"

მადრიდის "რეალის" ბრაზილიელმა განაპირა ცმველმა მარსელომ, "ხეტაფესთან" (2-1) გამარჯვების შემდეგ, ჟურნალისტებთან ისაუბრა და კრიშტიანო რონალდუს მხარი დაუჭირა.

" "ხეტაფესთან" შეხვედრაში გამარჯვების მომტანი გოლი რონალდუმ გაიტანა. ეს მისი პირველი შედეგიანი დარტყმაა იყო ამ სეზონში. ჩემი აზრით, ქომაგები და ასევე პრესაც მას უსამართლოდ აკრიტიკებს. ეს არასწორია! ყველამ ძალიან კარგად ვიცით, თუ რამდენად ძვირფასია კრიშტიანო ჩვენთვის. ის ნდობასა და პატივისცემას იმსახურებს. რონალდუ "რეალს" ძალიან სჭირდება".

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანომ ლა ლიგის წლევანდელი სეზონის სტარტი 5 მატჩიანი დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა და ფორმაში შესვლას ამ დრომდე ვერ ახერხებს. მის ანგარიშზე მხოლოდ 1 გოლია.

"რეალმა" კი ამ გამარჯვების შემდეგ, "ბარსასთან" ჩამორჩენა 5 ქულამდე შეამცირა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები