ვან გაალი:
Aa
Aa

ვან გაალი: "მოურინიო ცუდი ბიჭი არ არის, მაგრამ თვითკონტროლს ხშირად კარგავს"

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა თავკაცმა ლუის ვან გაალმა, "ლივერპულისა" და "იუნაიტედის" (0-0) მატჩის შემდეგ, ჟოზე მოურინიოს შესახებ ისაუბრა და "ბარსელონაში" მათი ერთად მუშაობის წლები გაიხსენა.

"მოურინიო ცუდი ბიჭი არ არის, მაგრამ თვითკონტროლს ხშირად კარგავს. თუმცა, ჟოზეს შეუძლია სასიამოვნო პიროვნებაც იყოს. მაგალითად, როგორც "ბარსელონაში" ჩემს ასისტენტად მუშაობისას. "მანჩესტერისა" და "ლივერპულის" დაპირისპირება განსაკუთრებულია. მე, გუნდთან და ქომაგებთან შესანიშნავი მოგონებები მაკავშირებს. როცა, "იუნაიტედს" ვწვრთნიდი, კლუბის გენერალური დირექტორი ედ ვუდვარდი ჩემთან მოვიდა და მითხრა, რომ ყოველ ჯერზე, როცა "ლივერპულს" დავამარცხებდი, ის საჩუქრად რიბეიროს 6 ბოთლ წითელ ღვინოს მომცემდა. "მერსისაიდელთა" ძლევა 4-ჯერ მოვახერხე. ასე, რომ საკმაოდ ბევრი ბოთლი მომიგროვდა".

შეგახსენებთ, რომ ჰოლანდიელი სპეციალისტი "წითელ ეშმაკებს" 2014/2016 წლებში წვრთნიდა. ხელმძღვანელობამ ის არადამაკმაყოფილებელი შედეგის გამო დაითხოვა.

1997 წელი - მოურინიო და ვან გაალი "ბარსელონაში"

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები