Aa
Aa

ამჯერად შანხაის მასტერსის ფინალი - ფედერერმა ნადალი ზედიზედ მეოთხედ დაამარცხა!

36 წლის როჯერ ფედერერმა, რაფაელ ნადალს 2014 წლის შემდეგ, უკვე ზედიზედ მე-4 დაპირისპირება მოუგო. შვეიცარიელმა ესპანელს, ამჯერად შანხაის მასტერსის ფინალში 6:4, 6:3 სძლია და აღნიშნული ტურნირის გამარჯვებული კარიერაში მეორედ გახდა.

ფედერერმა განვლილი შეხვედრა ბრწყინვალდ ჩაატარა. მან ნადალს ბრეიკის გაკეთების შანსი არცერთხელ მისცა, თავად კი ეს 3-ჯერ შეძლო. რაც შეეხება ეისებს, შვეიცარიელის უპირატესობა აქაც თვალსაჩინოა - 10-4-თან.

აღსანიშნავია, რომ როჯერმა 1000 ქულიანი ტურნირის მოგება კარიერაში ოცდამეშვიდედ შეძლო. შანხაის ტურნირის მოგების შემდეგ, ფედერერმა ათას ქულასთან ერთად, 1,192,780 დოლარი გამოიმუშავა.

აქვე გეტყვით, რომ ნადალს გამარჯვების შემთხვევაში რეკორდის შანსი ჰქონდა. მალიორკელი ჩოგბურთელი მასტერსის ტიტულს 31-ედ მოიგებდა და ამ მაჩვენებლით პირველი გახდებოდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები