მაჰრეზი ზამთარში
Aa
Aa

მაჰრეზი ზამთარში "ლესტერს" დატოვებს, თუმცა პრემიერლიგას არა

ლონდონის "არსენალი" ზამთარში ერთ-ერთი იმ გუნდთაგანი იქნება, რომელიც სატრანსფერო ბაზარზე იაქტიურებს.

სანჩესისა და ოზილის შესაძლო წასვლის ფონზე, არსენ ვენგერი შემადგენლობის გვარიანად გადახალისებას გეგმავს.

Goal-ის ინფორმაციით, "მეთოფეებს" "ლესტერის" ალჟირელი ვინგერის რიად მაჰრეზის შეძენა სურთ.

"არსენალს" თანაქალაქელი "ტოტენჰემის" ბრძოლის მოგება მოუწევს, რომ მაჰრეზი გაიფორმოს.

ზაფხულში ალჟირელი ფეხბურთელი "რომაში" გადასვლასთან ძალიან ახლოს იყო, თუმცა "ლესტერმა" მოლაპარაკებების ბოლოს, შემოთავაზებულ 40 მილიონზე უარი თქვა და 50 მოითხოვა, ამ ფაქტმა კი გარიგება ჩაშალა.

თავად მაჰრეზს გუნდის გამოცვლა უკვე დიდი ხანია გადაწყვეტილი აქვს და როგორც ჩანს, ის კარიერას კვლავ პრემიერლიგაში გააგრძელებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები