Aa
Aa

"რეალმა" "ბარსელონას" რეკორდი დაამხო!

მადრიდის "რეალმა" ლა ლიგის მე-8 ტურში, მცირე მადრიდული დერბი გამართა და "ხეტაფეს" მისსავე მოედანზე 2-1 მოუგო.

აღნიშნულ შეხვედრაში, ზინედინ ზიდანის გუნდმა რეკორდული მაჩვენებელი დააფიქსირა. "ბლანკოსმა" ლა ლიგის ეგიდით ჩატარებულ გასვლით შეხვედრებში ზედზედ მე-13 გამარჯვება მოიპოვა და "ბარსელონას" რეკორდი დაამხო.

შეგახსენებთ, რომ კატალონიურ გრანდს ლა ლიგაის 2010/2011 წლების სეზონში, ზედიზედ 12 გასვლითი მატჩი ჰქონდა მოგებული.

ჩატარებული რვა ტურის შემდეგ, "რეალს" 17 ქულა აქვს და მეორე პოზიციაზე იმყოფება. ლა ლიგას 22 ქულით "ბარსელონა" ლიდერობს, რომელმაც თავისი პირველი ქულები მადრიდში "ატლეტიკოსთან" (1-1) დაკარგა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები