აზარი:
Aa
Aa

აზარი: "ოქროს ბურთის მოგების შანსი არ მაქვს"

ლონდონის "ჩელსის" ბელგიელმა ლიდერმა ედენ აზარმა, ოქროს ბურთის ნომინანტთა სიაში მოხვედრაზე საკმაოდ თავმდაბალი კომენტარი გააკეთა.

"მე ოქროს ბურთის მოგების შანსი არ მაქვს. ვფიქრობ, რომ 30 ნომინანტს შორის ბევრი მოთამაშე მჯობია. თუმცა, მოხარული ვარ, რომ ჩემს თავს ამ სიაში ვხედავ. ვიცი, რომ ნომინანტთა შორის მოხვედრა "ჩელსიში" კარგი სეზონისა და იდეალური თანაგუნდელების დამსახურებაა. შესაძლოა, რომ მომავალში ეს ჯილდო მოვიგო კიდეც, მაგრამ არა ახლა. ამჟამად, ჩემი მთავარი მიზანი კარგი სეზონის ჩატარება და თამაშისგან სიამოვნების მიღებაა."

შეგახსენებთ, რომ France Football-მა 30 ნომინანტი უკვე დაასახელა. უმრავლესობის მოსაზრებით ოქროს ბურთის მოგების მთავარ სამეულად კრიშტიანო რონალდუ, ლეო მესი და ნეიმარი ითვლებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები