„უიმბლდონის“ ნახევარფინალში ერთმანეთს ფედერერი და მარეი დაუპირისპირდებიან
Aa
Aa

„უიმბლდონის“ ნახევარფინალში ერთმანეთს ფედერერი და მარეი დაუპირისპირდებიან

„უიმბლდონის“ ტურნირზე კაცთა შორის პირველი ნახევარფინალური წყვილი გამოვლინდა. დიდი სლემის 17-გზის გამარჯვებული როჯერ ფედერერი ბრიტანელ ენდი მარეის დაუპირისპირდება.

1/4-ფინალში როჯერმა ფრანგი ჟილ სიმონი უპრობლემოდ სამ სეტში 6:3, 7:5, 6:2 დაამარცხა. შეხვედრამ საათსა და 39 წუთს გასტანა. როჯერმა 11 ეისი ჩააწოდა და მხოლოდ ერთი ორმაგი შეცდომა დაუსვა, სიმონს ერთი ეისი და ორი ორმაგი შეცდომა ჰქონდა.

ბრიტანელმა ენდი მარეიმ მეოთხედფინალში კანადელი ვაშეკ პოსპიშილს 6:4, 7:5, 6:4 მოუგო. შეხვედრა 2 საათსა და 16 წუთს გაგრძელდა. კანადელს 9 ეისი ჰქონდა, ხოლო მარეის – 3.

ფედერერი – მარეის ნახევარფინალური მატჩი 10 ივლისს გაიმართება. ურთიერთშეხვედრებში შვეიცარიელი ბრიტანელს 12:11 ამარცხებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები