Aa
Aa

"მანჩესტერ იუნაიტედის" წინადადება "ტოტენჰემს" - 50 მილიონი ფუნტი იანვარში და...

"წითელი ეშმაკები" შემადგენლობის გაძლიერების პროცესს განაგრძობენ.

"მანკუნიანელთა" პორტუგალიელი თავკაცი ჟოზე მოურინიო ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს რამდენიმე მოთამაშის დამატებას გეგმავს.

"განსაკუთრებულს" სურს, რომ "ტოტენჰემის" ინგლისელი მარცხენა მცველი დენი როუზი "ოლდ ტრაფორდზე" იხილოს.

როუზს ტრავმა აქვს და წელს "დეზების" შემადგენლობაში ჯერ წუთიც არ უთამაშია. ეს ფაქტი "იუნაიტედს" იმის საშუალებას აძლევს, რომ 27 წლის ფეხბურთელი შეძენის შემთხვევაში, ჩემპიონთა ლიგის განაცხადშიც შეიყვანოს.

მოურინიოს სურს, რომ მარცხენა ფლანგზე პრობლემა მოაგვაროს. ამ პოზიციაზე, ხშირ შემთხვევაში თამაში ეშლი იანგს უწევს, რომელიც ამპლუით მცველი არ გახლავთ. არ გაამართლა დარმიანის ტრანსფერმა. ლუკ შოუ ხშირად იმტვრევა და მასზე დაყრდნობა სარისკოა. დელი ბლინდი კი უნივერსალია და ჟოზე მას სხვადასხვა პოზიციებზე იყენებს.

"მანჩესტერის" წინადადება საკმაოდ მიმზიდველად გამოიყურება და საკმაოდ რეალურია, რომ გუნდებმა შეთანხმებას მიაღწიონ.

როუზი ლონდონურ გუნდში 2007 წელს ჩაირიცხა, თუმცა მალევე გაანათხოვრეს და "დეზებს" ის 2013 წელს დაუბრუნდა. მის ანგარიშზე 108 მატჩში 8 გოლია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები