თუ, მონტელა
Aa
Aa

თუ, მონტელა "ინტერთან" დერბის წააგებს... "მილანმა" ახალი კანდიდატი შეარჩია

არ წყდება საუბრები „მილანიდან“ მონტელას შესაძლო წასვლაზე.

ევროპული პრესა აქტიურად განიხილავს ვარიანტებს, თუ ვინ შეიძლება ჩაიბაროს „როსონერი“.

დღეს Blick-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც იტალიური გრანდი ვლადიმერ პეტკოვიჩის კანდიდატურას განიხილავს.

წარმოშობით ხორვატი სპეციალისტი, ამჟამად შვეიცარიის ნაკრებს წვრთნის, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფში გაიყვანა.

წყაროს ინფორმაციით, „როსონერის“ ხელმძღვანელები ვინჩენცო მონტელას ბოლო შანსს აძლევენ - თუ, „მილანი“ „ინტერთან“ დერბიში არადამაკმაყოფილებელ შედეგს დააფიქსირებს, „აეროპლანინოს“ თანამდებობას დაატოვებინებენ.

აქვე გეტყვით, რომ იტალიური გუნდის შესაძლო მწვრთნელთა სიაში კარლო ანჩელოტის კანდიდატურაც განიხილება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები