ვენგერი:
Aa
Aa

ვენგერი: "სანჩესისა და ოზილის ზამთარში გაყიდვის ალბათობა არსებობს"

ლონდონის "არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა, სანჩესისა და ოზილის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟზე Sky Sports-თან კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ გუნდიდან მათ წასვლას არ გამორიცხავს.

"დიახ, სანჩესისა და ოზილის ზამთარში გაყიდვის ალბათობა არსებობს. როდესაც ასეთ ვითარებაში ხარ აუცილებელია, რომ არსებულ ყველა ვარიანტს გადახედო. მე ყოველთვის ვამბობ, რომ ორივე მათგანს გუნდში დარჩენა შეუძლია. მათთან ახალი კონტრაქტები ჯერ არ გაგვიფორმებია, თუმცა ისინი "არსენალში" ყოფნით ბედნიერები არიან და იმედი მაქვს, ეს მდგომარეობა არ შეიცვლება. ამ მომენტისთვის, მათ მომავალთან დაკავშირებით მე არ შემიძლია რაიმე დაზუსტებით გითხრათ."

შეგახსენებთ, რომ ალექსის სანჩესის გადაბირებით "პსჟ", "მანჩესტერ სიტი", "ბაიერნი", მადრიდის "რეალი" და "მილანი" ინტერესდებიან. მესუთ ოზილს კი "ბარსელონასა" და "ინტერს" უკავშირებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები