შევჩენკომ ამჟამინდელ
Aa
Aa

შევჩენკომ ამჟამინდელ "მილანზე" და საკუთარ მომავალზე ისაუბრა...

უკრაინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ანდრეი შევჩენკომ, იტალიური გაზეთ La Gazzetta dello Sport-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა, რომლის განსაკუთრებით საინტერესო ამონარიდებს ქვემოთ წაიკითხავთ.

ლეგენდარული უკრაინელი თავდამსხმელი თავის ყოფილ კლუბ "მილანის" ამჟამინდელ მდგორმარეობას შეეხო და საკუთარ მომავალზეც ისაუბრა.

"აშკარაა, რომ "მილანი" ახლა შენების პროცესშია. გუნდში ჯერჯერობით რთული სიტუაციაა და მწვრთნელს დრო სჭირდება, რომელიც, ვფიქრობ, მონტელას უნდა მიეცეს.

ისინი ცდილობენ, რომ ბრძოლისუნარიანი გუნდი ჩამოაყალიბონ და ფანებს ბედნიერება მიანიჭონ.

ჩემი რეკორდი "ინტერის" წინააღმდეგ? ამ გუნდის კარში 15 გოლი მაქვს გატანილი - 14 "მილანის" ფორმით, ხოლო 1 კიევის "დინამოს" რიგებში.

ამჯამინდელი სამსახურით კმაყოფილი და ბედნიერი ვარ. მთლიანად ნაკრებზე ვარ ფოკუსირებული და მინდა, რომ გუნდი კიდევ უფრო განვავითარო და მომავალ ევროპის ჩემპიონატზე გავიყვანო. ესაა ჩემი სამომავლო გეგმები". - განუცხადა La Gazzetta dello Sport-ს "შევამ".

შეგახსენებთ, რომ უკრაინის ნაკრებმა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე გასვლის შანსი, შესარჩევი ციკლის ბოლო ტურში, ხორვატიასთან საშინაო მარცხის შედეგად დაკარგა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები