Aa
Aa

"პსჟ" დი მარიას გაყიდვას აპირებს!..

იტალიური Tuttomercatoweb-ის ინფორმაციით, ფრანგული „პსჟ“ ზამთარში ანხელ დი მარიას გასაშვებად მზადყოფნას გამოთქვამს.

პარიზელთა შეტევაში უდიდესი კონკურენციაა და როგორც ჩანს, უნაი ემერი აქცენტის გაკეთებას არგენტინელზე ნაკლებად აპირებს.

დი მარიას გადაბირების სურვილს „ბარსელონა“ ზაფხულში აქტიურად გამოთქვამდა და მას კატალონიურ გრანდთან ახლაც აკავშირებენ.

ანხელ დი მარია „პსჟ“-ში 2015 წელს „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ გადავიდა. მას პარიზულ კლუბთან კონტრაქტი 2019 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები