რონალდინიომ ორი საუკეთესო მწვრთნელი დაასახელა და
Aa
Aa

რონალდინიომ ორი საუკეთესო მწვრთნელი დაასახელა და "მილანს" კარგი რჩევაც მისცა

მას შემდეგ, რაც კარლო ანჩელოტი "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვეს, არ წყდება საუბრები იმაზე, თუ რომელი გუნდი შეიძლება ჩაიბაროს მან.

"მილანის" ყოფილმა ფეხბურთელმა რონალდინიომ, ანჩელოტის "როსონერიში" შესაძლო დაბრუნებაზე საინტერესო კომენტარი გააკეთა.

"ანჩელოტი გვარდიოლასთან ერთად მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელია. თუ, "მილანის" ხელმძღვანელები გადაწყვეტენ, რომ მწვრთნელის შეცვლა აუცილებელია, ამ შემთხვევაში ანჩელოტის გუნდში დაბრუნება იდეალური გადაწყვეტილება იქნება. კარლო, გუნდის სტრუქტურასა და შიდა სამზარეულოს იდელაურად იცნობს. ის ყველას უყვარს, განსაკუთრებით კი ფეხბურთელებს".

შეგახსენებთ, რომ კარლო ანჩელოტიმ საჯაროდ განაცხადა, რომ სამწვრთნელო საქმიანობას 2018 წლის ზაფხულიდან დაუბრუნდება.

იტალიელი სპეციალისტის სახელს აქტიურად უკავშირებენ "მილანსა" და ლონდონის "არსენალს".

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები