იტალიური პრესა:
Aa
Aa

იტალიური პრესა: "მილანს" სებალიოსის შეძენა უნდა!

იტალიური პრესის ცნობით, „მილანს“ მადრიდის „რეალის“ ახალგაზრდა ნახევარმცველ დანი სებალიოსის შეძენა სურს.

სებალიოსი „სამეფო კლუბის“ მომავლად ითვლება და ის გუნდმა გასულ ზაფხულს „ბეტისისგან“ შეიძინა. ფეხბურთელმა მადრიდულ გრანდთან 6 წლიანი კონტრაქტი გააფორმა და როგორც იწერება, მისი გამოსასყიდი თანხა 500 მილიონი ევროა.

მიუხედავად ამისა, მილანელები „რეალის“ ხელმძღვანელობასთან დალაპარაკებას ზამთარში აპირებენ. მათ სურთ, რომ ახლებურ „მილანში“ სებალიოსს ერთ-ერთი წამყვანი როლი მოარგონ.

დანი სებალიოსი ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრების წევრი და ერთ-ერთი ლიდერია. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები