მარეი და უილიამსი იანვარში დაბრუნდებიან
Aa
Aa

მარეი და უილიამსი იანვარში დაბრუნდებიან

მსოფლიო ჩოგბურთის ორი გამორჩეული ვარკვლავი - ენდი მარეი და სერენა უილიამსი, კორტს იანვრის თვეში დაუბრუნდებიან. ამის შესახებ ბრიტანული საინფორმაციო სააგენტო BBC იუწყება.

მარეის ტრავმის გამო, ივლისის შემდეგ არ უთამაშია, ხოლო უილიამსმა ბავშვი გააჩინა და 2017 წლის სეზონის უდიდიესი ნაწილი გამოტოვა.

თითქმის გადაწყვეტილია, რომ ორივე მათგანი ავსტრალიის ღია პირველობის მომავალ გათამაშებაში მონაწილეობას მიიღებს. ამ თემაზე ტურნირის ერთ-ერთმა დირექტორმა ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოთამაშეებისგან წინასწარი თანხმობა უკვე არსებობს.

ავსტრალიის ღია პირველობის 2018 წლის გათამაშება 15-დან 28 იანვრის ჩათვლით ჩატარდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები