პერესი 100 მილიონის სანაცვლოდ ბეილს უშვებს! ვისი შეძენა სურს
Aa
Aa

პერესი 100 მილიონის სანაცვლოდ ბეილს უშვებს! ვისი შეძენა სურს "რეალს"?

მადრიდის "რეალი", ზაფხულში თავისი ერთ-ერთი ლიდერის გარეთ ბეილის გაყიდვას გეგმავს.

El Confidencial-ის ინფორმაციით, ფლორენტინო პერესი უელსელი ფეხბურთელის ხშირი ტრავმიანობით უკმაყოფილოა. ბეილს საშუალება არ ეძლევა, რომ თავისი პოტენციალი ბოლომდე გამოავლინოს. მისი ხშირი უქმობა კი გუნდს პრობლემებს უქმნის.

პერესი თანახმაა, რომ 100 მილიონი ევროს სანაცვლოდ ბეილი ნებისმიერ გუნდს დაუთმოს.

როგორც მოგეხსენებათ, მადრიდელთა მთავარი სამიზნე ზაფხულში ჰარი კეინი იქნება. გარეთ ბეილის გაყიდვიდან მიღებული თანხა კი დიდი ალბათობით, სწორედ კეინის შეძენას მოხმარდება.

უელსელის მიმართ ყველაზე დიდ ინტერესს "მანჩესტერ იუნაიტედი" იჩენს. "წითელი ეშმაკები" ბეილის შეძენას წელსაც ცდილობდნენ, მაგრამ ტრანსფერი ზინედინ ზიდანმა დაბლოკა.

შეგახსენებთ, რომ უელსელი ფეხბურთელი სამეფო კლუბს 2013 წელს "ტოტეჰნემიდან" შეუერთდა. "რეალის" მაისურით ბეილმა 155 მატჩი ჩაატარა, რომელშიც თავი 70 გოლითა და 55 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

"რეალში" 4 წლიანი ასპარეზობის დროს, ბეილმა ტრავმა 21-ჯერ მიიღო. ის საშუალოდ ყოველ მე-3 ან მე-4 მატჩს ტოვებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები