ესპანური პრესა: ხამესს
Aa
Aa

ესპანური პრესა: ხამესს "ბაიერნიდან" წასვლა და "რეალში" დაბრუნება უნდა!

ესპანური გამოცემა Diario Gol-ი ავრცელებს ცნობას, რომ ხამეს როდრიგესს "ბაიერნში" დარჩენა აღარ უნდა და მიუხედავად იმისა, რომ მის საიჯარო ხელშეკრულებას ვადა 2019 წლის ზაფხულში გასდის, "რეალში" დაბრუნება სურს.

როგორც იწერება, ხამესს კარლო ანჩელოტის სახით, "ბაიერნში" ერთადერთი დასაყრდენი გამოეცალა და იგი გერმანიაში თავს მარტოსულად გრძნობს, რაც მის თამაშზეც ნათლად აისახება.

კოლუმბიელ ვარსკვლავს "რეკორდმაისტერის" ფორმით ჩატარებულ 5 შეხვედრაში, აქტივში 1 გოლი და 1 საგოლე პასი აქვს.

ხამესი ამჟამად სანაკრებო შეკრებაზე იმყოფება და დღეს ღამით გასამართი მატჩისთვის ემზადება. კოლუმბიის ნაკრები უშუალოდ კონკურენტ პერუს შეხვდება. ლიმაში, მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაა მოსალოდნელი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები