გერმანიის ნაკრებმა ესპანელთა რეკორდი დაამხო!
Aa
Aa

გერმანიის ნაკრებმა ესპანელთა რეკორდი დაამხო!

გერმანიის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, აზერბაიჯანის დამარცხების (5-1) შემდეგ, ახალი რეკორდი დაამყარა.

ბუნდესნაკრებმა გატანილი გოლების რაოდენობით ესპანელების მიერ 2000 წლის შესარჩევ ციკლში დაფიქსირებული შედეგი გააუმჯობესეს.

აზერბაიჯანელების დამარცხების შემდეგ, ჯგუფში გერმანელებს 43 გოლი დაუგროვდათ. რაც შეეხება ესპანეთს, მათ 2000 წლის შესარჩევ ციკლში 42 გოლი ჰქონდა გატანილი.

შეგახსენებთ, რომ გერმანელთა ქვეჯგუფში ჩრდილოეთ ირლანდია, ჩეხეთი, ნორვეგია, აზერბაიჯანი და სან-მარინო იყვნენ. იოაჰიმ ლიოვის გუნდმა შესარჩევ ციკლში 10 თამაშიდან ყველა მოიგო და 30 ქულა დააგროვა.

რუსეთში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატზე, გერმანელები ერთ-ერთი მთავარი ფავორიტის სტატუსით იქნებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები