მიულერმა ჰაინკესზე ისაუბრა და ანჩელოტი საჯაროდ გააკრიტიკა
Aa
Aa

მიულერმა ჰაინკესზე ისაუბრა და ანჩელოტი საჯაროდ გააკრიტიკა

კარლო ანჩელოტის "ბაიერნიდან" წასვლა და ფეხბურთელების ალაპარაკება ერთდროულად მოხდა.

თავდაპირველად არიენ რობენის კომენტარი გავრცელდა, სადაც ის ამბობდა, რომ აკადემიაში მის შვილს უკეთესად ავარჯიშებდნენ, ვიდრე ანჩელოტი "ბაიერნს". თუმცა, რამდენიმე დღის შემდეგ ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა ეს სიტყვები საჯაროდ უარყო.

გუშინ კი ტომას მიულერმა აზერბაიჯანთან (5-1) მოგებული მატჩის შემდეგ, Welt-თან საუბრისას იუპ ჰაინკესის დანიშვნაზე კომენტარი გააკეთა და ანჩელოტის კბილი გაჰკრა.

"როგორც იქნა, კარგი ვარჯიშები ისევ გვექნება. ჰაინკესი კარგი მწვრთნელია. ის სწორად მუშაობს. მას მოთამაშეების მოტივირება კარგად გამოსდის და მათგან ყოველთვის მაქსიმუმს ღებულობს. იუპი მუშაობას დიდი ინტერესითა და ენთუზიაზმით დაიწყებს. გუნდს აქვს რამდენიმე სუსტი წერტილი, რომელსაც მოგვარება სჭირდება."

შეგახსენებთ, რომ 72 წლის ჰაინკესმა "ბაიერნთან" ერთად 2013 წელს ჩემპიონთა ლიგის მოგება შეძლო. გერმანელ სპეციალისტს ამის შანსი წლევანდელ სეზონშიც ექნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები