Aa
Aa

"ბაიერნი" ჰაინკესს დღეს ოფიციალურად წარადგენს

იუპ ჰაინკესი, დღეს "ბაიერნს" ოფიციალურად ჩაიბარებს.

"რეკორდმაისტერის" დროებითმა თავკაცმა, თავისი მეუღლე მიუნხენში არ წაიყვანა. როგორც ცნობილი გახდა, ჰაინკესი გუნდის პრეზიდენტის ული ჰიონესის სახლში დაბინავდება.

"ბაიერნის" ხელმძღვანელებმა, გერმანელი სპეციალისტის თხოვნით გუნდში თავისი ძველი ასისტენტი პიტერ ჰერმანი დააბრუნეს, რომელიც ამ სეზონში დიუსელდორფის "ფორტუნაში" მუშაობდა.

ჰაინკესის პრეზენტაცია დღეს შედგება. ამის შემდეგ, ის გუნდის პირველ ვარჯიშს ჩაატარებს. შაბათს კი მიუნხენელები, ძველი ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით "ალიანს არენაზე" "ფრაიბურგს" უმასპინძლებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები