გრიზმანმა
Aa
Aa

გრიზმანმა "ბარსას" წინასწარი თანხმობა უკვე მისცა?

ფელიპე კოუტინიოს ტრანსფერის ჩაშლის შემდეგ, "ბარსელონას" ხელმძღვანელებმა კლუბის ქომაგთა ნდობა დაკარგეს და მათი დიდი ნაწილი ბორდის გადადგომასაც ითხოვდა.

ბართომეუმ როგორც ჩანს, თადარიგი აქედანვე დაიჭირა და ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისთვის ნომერ პირველი კანდიდატი შეარჩია.

საუბარია "ატლეტიკოს" ლიდერ ანტუან გრიზმანზე, რომელიც "როხიბლანკოს" დატოვებასთან წლევანდელ სეზონში ძალიან ახლოს იყო. როგორც მოგეხსენებათ, FIFA-მ მადრიდელებს სატრანსფერო საქმიანობა 2018 წლამდე აუკრძალა. ამ ფაქტის გათვალისწინებით, ფრანგმა ფეხბურთელმა გუნდი არ დააღალატა და მათ, კიდევ ერთი წლით უერთგულა.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ გრიზმანის კონტრაქტში მითითებული პუნქტის თანახმად, 2017 წლის შემოდგომიდან ფრანგის გამოსასყიდი თანხა 200 მილიონიდან 100-მდე შემცირდა.

როგორც ესპანური Mundo წერს, ანტუან გრიზმანს "კამპ ნოუზე" გადაბარგების დიდი სურვილი აქვს და მან "ბლაუგრანას" წარმომადგენლებს წინასწარი თანხმობა უკვე მისცა. საუბარია კატალონიელთა სპორტულ დირექტორ რობერტ ფერნანდესზე.

ესპანური გამოცემის თქმით, ლეო მესი, ნელ-ნელა ასაკში შედის და პოზიციასაც იცვლის. არგენტინელი წლევანდელ სეზონში ნახევარდაცვის ცენტრში მოგვევლინა. მესის, თავდასხმაში მაღალი დონის შემსრულებლები ესაჭიროება, რათა მისი ზუსტი გადაცემები გოლებად იქცეს.

"ბარსა" გრიზმანის სანაცვლოდ, რომ 100 მილიონს უპრობლემოდ გადაიხდის, ეს არავის უკვირს. უბრალოდ, აქ ერთი პრობლემაა - ფრანგი ფორვარდის შეძენით "მანჩესტერ იუნაიტედიც" ინტერესდება და ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხის გადასახდელად ისინიც მზად არიან.

როგორც ჩანს, საბოლოო სიტყვა თავად გრიზმანზე იქნება და ის აირჩევს, თუ სად ურჩევნია კარიერის გაგრძელება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები