Aa
Aa

"არსენალი" ზამთარში "ბარსელონას" ფეხბურთელს დაიმატებს?

ლონდონის "არსენალი" ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისთვის გეგმებს აწყობს.

პრესა ვარაუდობს, რომ სანჩესი და ოზილი გუნდს დატოვებენ და "მეთოფეებს" მათი შემცვლელის მოძებნა მოუწევთ.

CNN Sport-ის ცნობით, "არსენალი" "ბარსელონას" თურქი ნახევარმცველის არდა თურანის გადაბირებას ცდილობს.

წყაროს ინფორმაციით, ლონდონელებს შეთანხმების მიღწევა არ გაუჭირდებათ, რადგან "ბლაუგრანას" თავკაცს ერნესტო ვალვერდეს თავად სურს, რომ თურქი ფეხბურთელი გუნდიდან გაუშვას.

არდას წლევანდელ სეზონში ჯერჯერობით წუთიც არ უთამაშია, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ვალვერდეს გეგმებში ის არ შედის.

30 წლის ფეხბურთელს, კატალონიელებთან კონტრაქტი 2020 წელს ეწურება. აქედან გამომდინარე, "ბარსა" მას 25-30 მილიონ ევროზე ნაკლებად არ დათმობს.

როგორც წყარო წერს, "მეთოფეებსა" და თურანის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები უკვე შედგა და თუ რა შედეგით დასრულდება იგი, ამას უახლოეს დღეებში შევიტყობთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები