ანჩელოტიმ შესაძლოა პრემიერლიგის გრანდი ჩაიბაროს
Aa
Aa

ანჩელოტიმ შესაძლოა პრემიერლიგის გრანდი ჩაიბაროს

მიუნხენის "ბაიერნიდან" დათხოვნის შემდეგ, საფეხბურთო სამყაროში კარლო ანჩელოტი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მწვრთნელია.

იტალიელი სპეციალისტი უკვე დაუკავშირეს "მილანს", რომელიც სეზონის ბოლოს ვინჩენცო მოტელასთან განშორებას გეგმავს.

თავად ანჩელოტიმ განაცხადა, რომ სეზონის დასრულებამდე დასვენებას აპირებს და სამუშაოს 2018 წლის ზაფხულიდან დაუბრუნდება.

ინგლისურმა პრესამ, დღეს ახალი ინფორმაცია გაავრცელა. beIN Sports-ის თქმით, 2018/2019 წლების სეზონიდან, ლონდონის "არსენალს" შესაძლოა ანჩელოტიმ უხელმძღვანელოს.

როგროც მოგეხსენებათ, "მეთოფეთა" გულშემატკივრები არსენ ვენგერის განთავისუფლებას უკვე დიდი ხანია ითხოვენ.

ვენგერი ლონდონელებს 1996 წლიდან თავკაცობს. ბოლო 10 წელია, "არსენალი" ჩემპიონთა ლიგისა და პრემიერლიგის მოგების ფავორიტთა სიაში აღარ იმყოფება. ვენგერის გუნდი, მხოლოდ მე-4 პოზიციას ჯერდება. ეს კი ქომაგებს არ აკმაყოფილებს. გასულ სეზონში, "მეთოფეებმა" თავიანთი "საყვარელი" მეოთხე პოზიციაც ვეღარ დაიკავეს, რის შემდეგაც ფრანგი სპეციალისტის პოზიციები ისეთი მყარი აღარ არის, როგორც ეს აქამდე იყო.

გუნდის შესაძლო დატოვებაზე ვენგერმა დღეს პირველი კომენტარი გააკეთა: "ანჩელოტი "არსენალში"? არ ვიცი ჩემი წასვლის შემდეგ ვინ დაიკავებს მთავარი მწვრთნელის პოსტს. ახალი მწვრთნელის მოძებნა გუნდის ხელმძღვანელობის საქმეა და მე არ მეხება."

როგორც ჩანს, 2018 წლის ზაფხულიდან კარლო ანჩელოტის გადასაბირებლად ერთბაშად რამდენიმე გუნდი იბრძოლებს. არავის აქვს იმის ილუზია, რომ იტალიელი სპეციალისტი უმუშევრად დიდხანს დარჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები