Aa
Aa

"პსჟ" VS "ბარსა" - მორიგი რაუნდი! პარიზელები მორიგ მეგატრანსფერს გეგმავენ

მოსალოდნელი იყო, რომ ფელიპე კოუტინიოს "ლივერპულური" კარიერა ძველებურად მშვიდად ვეღარ გაგრძელდებოდა.

"ბარსელონა", რომ ბრაზილიელის გადმობირებას კვლავინდებურად ცდილობს, ეს ყველასათვის ცნობილია. კატალონიელები ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს მოლაპარაკებების განახლებას გეგმავენ. მათ სურთ, რომ "ლივერპულისგან" თანხმობა მიიღონ. მნიშვნელობა არ აქვს, თუ როდის მოხდება ეს - ზამთარში, თუ ზაფხულში. "ბარსას" სურს, რომ კოუტინიო წინასწარვე დაიბევოს.

როგორც ჩანს, ბართომეუსა და მის გუნდს მორიგი დიდი ბრძოლის გადატანა მოუწევთ, რადგან საქმეში "პსჟ" ჩაერთო.

ნასერ ალ ხელაიფი, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს "ბრაზილიელი" შემტევის გადმობირებას შეეცდება. პარიზელები მზად არიან, რომ 150 მილიონი ევრო დაუფიქრებლად გადაიხადონ.

რამდენიმე თვის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნეიმარი თავისი ბავშვობის მეგობრის პარიზში მიწვევას ცდილობდა. სოციალური ქსელის მეშვეობით, მან კოუტინიოს მისწერა, რომ "პსჟ"-ში გადასულიყო.

ფელიპეს "ბარსელონასადმი" სიყვარული ყველასათვის ცნობილი ამბავია. მან, რამდენიმე კვირის წინ ეს საჯაროდ დაადასტურა.

როგორც ხედავთ, წინ მორიგი დაპირისპირება გველოდება. პარიზელები "ბარსას" ყველა ფრონტზე ებრძვიან და ეს კოუტინიოს შემთხვევაშიც ასე იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები