დი მარიას სანაცვლოდ
Aa
Aa

დი მარიას სანაცვლოდ "ბაიერნმა" შესაძლოა მიულერი და რობენი დათმოს

მიუნხენის „ბაიერნს“, „მანჩესტერ იუნაიტედის“ არგენტინელი შემტევის, ანხელ დი მარიას შეძენა მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი. ამის შესახებ ინფორმაციას „Daily Mail“ ავრცელებს.

როგორც აღნიშნული წყარო იუწყება, გერმანული კლუბი ინგლისელებისთვის სენსაციურ წინადადებას ამზადებს. „ბაიერნის“ ხელმძღვანელები მზად არიან, რომ დი მარიას სანაცვლოდ „მანჩესტერ იუნაიტედს“, გუნდის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელები, არიენ რობენი და ტომას მიულერი შესთავაზონ. რთული სათქმელია, თუ როგორ განვითარდება მოვლენები, თუმცა სავარაუდოდ, მიულერისა და რობენის დაკარგვა „ბაიერნის“ გულშემატკივრებში დიდ უკმაყოფილებას გამოიწვევს.

დი მარია „მანჩესტერ იუნაიტედს“ გასული წლის ზაფხულს, მადრიდის „რეალიდან“ 75 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა. მას შემდეგ 27 წლის არგენტინელმა ახლი კლუბის მაისურით 27 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, თუმცა „პრიმერადივიზიონისგან“ განსხვავებით, ინგლისში დი მარიამ საკუთარი შესაძლებლობები ნამდვილად ვერ წარმოაჩინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები