Aa
Aa

"რეალური შანსი მქონდა, რომ მესისა და სუარესთან ერთად შემტევი ტრიო შემექმნა, მაგრამ "

"ნაპოლის" 26 წლის იტალიელმა ვინგერმა ლორენცო ინსინიემ, პრესასთან საინტერესო კომენტარი გააკეთა და თავის მომავალზე ისაუბრა.

"მსოფლიოს საუკეთესო კლუბი, რომ "ბარსელონაა" ეს ყველამ იცის. ამ სეზონში რეალური შანსი მქონდა, რომ მესისა და სუარესთან ერთად შემტევი ტრიო შემექმნა, მაგრამ "ნაპოლიში" დარჩენა ვამჯობინე. აქაურობა მომწონს და ეს გუნდი ძალიან მიყვარს. ამ სეზონში ყველა ფრონტზე ბოლომდე ბრძოლას ვაპირებთ და დიდი იმედი მაქვს, რომ "ნაპოლისთან" ერთად ტიტულებს მოვიგებ".

ზაფხულში მართლაც აქტიურად იწერებოდა, რომ "ბარსა" ინსინიეს კანდიდატურას განიხილავდა, თუმცა ნეაპოლელებმა მათ მტკიცე უარი შეუთვალეს.

"ნაპოლიმ" წლევანდელი სეზონი ჩინებულად დაიწყო. მაურისიო სარის გუნდი სერია A-ს 7 ტურის შემდეგ, 21 ქულით უდანაკარგოდ ლიდერობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები