Aa
Aa

"მანჩესტერ სიტი" იანვარში კიდევ ერთ ფეხბურთელს დაიმატებს

ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს პეპ გვარდიოლა მინიმუმ ერთი ფეხბურთელის დამატებას გეგმავს.

იტალიური Tuttomercatoweb-ის ცნობით, „მანჩესტერ სიტის“ „ნაპოლის“ განაპირა მცველ ფაუზი გულამის დამატება უნდა.

ალჟირელ ფეხბურთელს ნეაპოლელებთან კონტრაქტი სეზონის დასრულების შემდეგ ეწურება, თუმცა „ქალაქელებს“ მისი გადაბირება ზამთარშივე სურთ.

საქმე ისაა, რომ პეპ გუარდიოლას ბენჟამინ მენდის მდგომარეობა არ მოსწონს, რადგან იგი ბევრს ტრავმიანობს და ესპანელი მიიჩნევს, რომ მას გულამი ღირსეულად შეცვლის.

ფაუზი გულამი „ნაპოლიში“ 2014 წელს ფრანგული „სენტ ეტიენიდან“ გადავიდა. იგი მიმდინარე სეზონში „პარტენოპეის“ ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელია და სერია A-ს საწყის 7 ტურში 2 გოლის გატანაც მოახერხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები