Aa
Aa

"თუ, მესიმ თამაშის მოგება გადაწყვიტა, უშანსოდ რჩები..."

მესის შესახებ კომენტარი ბევრ ფეხბურთელსა, თუ მწვრთნელს გაუკეთებია. ჟურნალისტებიდან დაწყებული, უბრალო ქომაგებით დასრულებული ყველა, არგენტინელის არაამქვეყნიურ შესაძლებლობებს უსვამს ხაზს.

გამონაკლისი არც მადრიდის "ატლეტიკოს" ესპანელი ნახევარმცველი საულ ნიგესი აღმოჩნდა, რომელმაც Marca-სთან ისაუბა.

"თუ, მესიმ თამაშის მოგება გადაწყვიტა, უშანსოდ რჩები. ამ დროს, მისი შეჩერება შეუძლებელი ხდება." საულმა, საუბარი ჩემპიონატში "ატლეტიკოს" არადამაჯერებელ სტარტზე განაგრძო და თქვა, რომ "კლუბში ჩვენ სიმშვიდეს ვინარჩუნებთ. დიახ, სირთულეები გვქონდა, მაგრამ ფეხბურთელებს საკუთარი შესაძლებლობების გვჯერა და დარწმუნებულნი ვართ, რომ სიტუაციას გამოვასწორებთ."

შეგახსენებთ, რომ "ატლეტიკოს" ლა ლიგის 7 ტურში 15 ქულა აქვს და მე-4 პოზიციაზე იმყოფება. "როხიბლანკო" ლიდერ "ბარსას" 6 ქულით ჩამორჩება. სანაკრებო პაუზის შემდეგ, გუნდები ერთმანეთს მადრიდში "ვანდა მეტროპოლიტანოზე" დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები