Bild: ჰაინკესი
Aa
Aa

Bild: ჰაინკესი "ბაიერნს" მეოთხედ გაწვრთნის!

კარლო ანჩელოტის დათხოვნის შემდეგ, "ბაიერნის" თავკაცის პოსტზე გერმანულმა მედიამ იურგენ კლოპის, ტომას ტუხელის, იულიან ნაგელსმანისა და ლუის ენრიკეს კანდიდატურები დაასახელა.

დღეს კი ავტორიტეტული გერმანული გამოცემა Bild ავრცელებს ინფორმაციას, რომ მიუნხენელებს სეზონის ბოლომდე იუპ ჰაინკესი გაწვრთნის.

უნდა აღინიშნოს, რომ 72 წლის გერმანელი სპეციალისტი "რეკორდმაისტერს" უკვე მეოთხედ ჩაიბარებს.

როგორც ჩანს, "ბაიერნის" ხელმძღვანელებმა ესეთ მოკლე დროში სასურველი კანდიდატი ვერ იპოვეს და ჰაინკესის დანიშვნაც სწორედ ამ ფაქტმა განაპირობა.

შეგახსენებთ, რომ გერმანელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით, მიუნხენელბმა 2013 წელს ჩემპიონთა ლიგის მოგება მოახერხეს.

თავისი 38 წლიანი სამწვრთნელო კარიერის მანძილზე, ჰაინკესი "დორტმუნდის ბორუსიას", "ბილბაოს", ლისაბონის "ბენფიკას", "ტენერიფესა", გელზენკირხენის "შალკესა" და "რეალს" წვრთნიდა. მადრიდელებთან ერთად მან, 1997/1998 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგაც მოიგო.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ "ბაიერნში" და "რეალში" მუშაობის დროს, ჰაინკესს გუნდების ხელმძღვანელებმა ზამთარში აცნობეს, რომ სეზონის ბოლოს თანამდებობას დატოვებდა. მან კიორივე შემთხვევაში, წელი ჩემპიონთა ლიგაზე ტრიუმფით დაასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები