Aa
Aa

"მილანმა" ზამთრისთვის პირველი ტრანსფერი დაგეგმა!

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, „მილანი“ ზამთარში შემადგენლობის სერიოზულად გაძლიერებას გეგმავს.

"როსონერი" "უდინეზეს" ჩეხი ვინგერის იაკუბ იანკტოს დამატებას ეცდება.

წყაროს თქმით, იტალიური გრანდის ხელმძღვანელობის ამჟამინდელი პრიორიტეტი სწორედ ნიჭიერი ჩეხის შეძენაა.

როგორც ირკვევა, მარკო ფასონე და მასიმილიანო მირაბელი ამ საკითხზე მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებენ და არის შანსი, რომ ზამთრამდე ყველაფერი მოგვარებული ჰქონდეთ.

21 წლის ნახევარმცველს „მილანთან“ ზაფხულშიც აკავშირებდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები