Aa
Aa

"პსჟ" "არსენალს" გაცვლას სთავაზობს - სანჩესს კი მილიონები არაფრისთვის

ალექსის სანჩესი, ამჟამად სატრანსფერო ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადი ფეხბურთელია.

როგორც მოგეხსენებათ, "არსენალთან" ჩილელი ფორვარდის ხელშეკრულებას ვადა 2018 წლის ზაფხულში გასდის და თავად ალექსისი მის გახანგრძლივებას არ აპირებს.

ეს სიტუაცია, სანჩესის მსურველ გუნდებს მომგებიან მდგომარეობაში აყენებს. "მეთოფეები" იძულებულნი არიან ფეხბურთელი ზამთარშივე გაყიდონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ზაფხულში მისი უფასოდ გაშვება მოუწევთ.

ალექსისის გადაბირებით, ფაქტიურად ყველა გრანდი ინტერესდება და იანვრისთვის წინადადებასაც ამზადებენ. 

Mirror-ის ინფორმაციით, ბრძოლაში "პსჟ"-ც ჩაერთო და ლონდონელებს საკმაოდ მაცდურ წინადადებასაც უმზადებენ. პარიზელებს სანჩესის იანვარში დამატება არ სურთ. ზაფხულამდე კი შესაძლოა ჩილელი ფეხბურთელი სხვამ იყიდოს. 

ამ სიტუაციის გათვალისწინებით, ფრანგები "არსენალს" გაცვლას სთავაზობენ. გარკვეულ თანხასთან ერთად, "მეთოფეები" იულიან დრაქსლერსაც მიიღებენ. თავად ალექსისს კი 10 მილიონ ევროს მხოლოდ იმისთვის გადაუხდიან, რომ სხვა გუნდის წინადადებები არ განიხილოს.

როგორც ხედავთ, არსენ ვენგერისთვის "პსჟ"-ს შემოთავაზება საკმაოდ მომგებიანი ჩანს. სხვა საქმეა, თუ რას აპირებენ "ჩელსი", "რეალი", "მანჩესტერ სიტი", "ბაიერნი" და სხვა ევროგრანდები.

ერთი რამ კი ცხადია - ზამთარში სანჩესი სატრანსფერო ბაზრის მთავარი ვარსკვლავი იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები