Aa
Aa

"იგი თვლის, რომ მესისა და რონალდუს დონის მოთამაშეა..."

მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილმა ფეხბურთელმა მარკუს ბაბელმა, ფრანკ რიბერი საჯაროდ გააკრიტიკა.

"უკვე 2 წელია რაც რიბერის ჩემპიონთა ლიგაზე გოლი არ გაუტანია. იგი თვლის, რომ მესისა და რონალდუს დონის მოთამაშეა, მაგრამ სხვა რეალობა გვაქვს. ის ძალიან კარგი მოთამაშეა. მაგრამ, უნდა აღინიშნოს, რომ კარლო ანჩელოტის დროს, მას თავის გამოჩენის მცირე შანსი ჰქონდა".

უნდა ავღნიშნოთ, რომ ფრანგი ვინგერი ბოლო წლებში ტრავმებმა გააწამა. რიბერი ახლაც დამტვრეულია და რეაბილიტაციის კურსს გადის.

შეგახსენებთ, რომ 2013 წელს რიბერი ოქროს ბურთის ნომინანტთა სამეულში მოხვდა. ბევრი მას გამარჯვებასაც უწინასწარმეტყველებდა. საბოლოოდ კი მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული ფეხბურთელის ჯილდო კრიშტიანო რონალდუმ მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები