მათეუსმა
Aa
Aa

მათეუსმა "ბაიერნის" მომავალი მწვრთნელის ვინაობა დაასახელა

ლოთარ მათეუსს იმედი აქვს, რომ მიუნხენის "ბაიერნის" მესვეურები ტომას ტუხელს მთავარ მწვრთნელად არ დანიშნავენ და მას იულიან ნაგელსმანს ამჯობინებენ.

სეზონის დასაწყისში ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ "რეკორდმაისტერი" მძიმე კრიზისში ჩავარდებოდა. როგორც აღმოჩნდა კარლო ანჩელოტის ფეხბურთელებთან სერიოზული კონფლიქტი ჰქონია, რამაც თავი ბოლო შეხვედრები იჩინა. მიუნხენელთა ხელმძღვანელთათვის ბოლო წვეთი "პსჟ"-სთან 3:0 განადგურება იყო, რის შემდაგაც იტალიელ სპეციალისტს თანამდებობა ოფიციალურად დაატოვებინეს.

ანჩელოტის წასვლის შემდეგ, ფეხბურთელები მწვრთენლზე ხმამაღლა ალაპარაკდნენ და ღიად განაცხადეს, რომ კარლო ვარჯიშებს არაპროფესიონალურად ეკიდებოდა და მის მაგივრად გუნდს მისი შვილი წვრთნიდა. ბაიერნის მთავარი მწვრთნელის პოსტი დროებით ანჩელოტის ასისტენტმა ვილი სანიოლმა ჩაიბარა, გასულ უქმეებზე კი გუნდმა ფრანგის თავკაცობით მორიგი მატჩი "ჰერტასთან" ჩააგდო.

"ბაიერნის" ბოსები ახალ მწვრთნელს ეძებენ. სავარაუდო კანდიდატებად კი ტომაშ ტუხელი და იულიან ნაგელსმანი სახელდებიან. "დორტმუნდელთა" ყოფილი დამრიგებელი ამჟამად უმუშევარია, რაც შეეხება ნაგელსმანს, ახალგაზრდა სპეციალისტი „ჰოფენჰაიმს“ წვრთნის და მისი გუნდი შესანიშნავ ფეხბურთს თამაშობს.

აღნიშნულ საკითხზე კომენტარი ლეგენდარულმა გერმანელმა ფეხბურთელმა ლოთარ მათეუსმა გააკეთა: "იმედი მაქვს, რომ ნაგელსმანი ფავორიტია. ის საუკეთესო კანდიდატია ხანგრძლივი პერიოდისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ გუნდის ხელმძღვანელობა ამ საკითხზე უკვე მუშაობს და იულიანს მთავარ მწვრთნელად მალე ვიხილავთ."

შეგახსენებთ, რომ ტომას ტუხელმა "დორტმუნდი" გასულ სეზონში დატოვა. გუნდმა მასთან ერთად ჩემპიონატი მესამე ადგილზე დაასრულა და გერმანიის თასი მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები