სიმეონე:
Aa
Aa

სიმეონე: "გრიზმანმა "ატლეტიკო" ცუდ რამეს დააჩვია"

მადრიდის "ატლეტიკომ" ჩემპიონთა ლიგაზე "ჩელსისთან" საკუთარ მოედანზე დამარცხების შემდეგ, ქულები ლა ლიგაშიც დაკარგა.

მე-7 ტურის შეხვედრაში "როხიბლანკო" გასვლაზე "ლეგანესს" დაუზავდა (0-0).

მატჩის შემდეგ, მადრიდელთა თავკაცმა დიეგო სიმეონემ ანტუან გრიზმანზე ისაუბრა: "გრიზმანმა "ატლეტიკო" ცუდ რამეს დააჩვია. როდესაც პრობლემაა ანტუანი ყოველთვის აგვარებს მას. თუ, ის იტანს, გუნდს საქმე უიოლდება. მაგრამ, როდესაც მას ვერ გააქვს, საქმე ძალიან რთულდება. მე, ვფიქრობ, რომ თანაგუნდელებს გრიზმანისთვის დახმარების გაწევა შეუძლიათ. პასუხისმგებლობა მთელს შემადგენლობაზე სწორად უნდა გადანაწილდეს. ჩვენ ერთ კაცზე დამოკიდებული არ უნდა ვიყოთ".

შეგახსენებთ, რომ "ატლეტიკო" 15 ქულით მე-3 პოზიციაზე იმყოფება და ლიდერ "ბარსელონას" 3 ქულით ჩამორჩება. თუმცა, კატალონიელებს მე-7 ტურში თავისი მატჩი ჯერ არ ჩაუტარებიათ.

აქვე გეტყვით, რომ სანაკრებო პაუზის შემდეგ, ეს გუნდები "ვანდა მეტროპოლიტანოზე" ერთმანეთს დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები