2000 წლის შემდეგ დაბადებული პირველი ფეხბურთელის დებიუტი ბუნდესლიგაში
Aa
Aa

2000 წლის შემდეგ დაბადებული პირველი ფეხბურთელის დებიუტი ბუნდესლიგაში

ბუნდესლიგის მე-7 ტურში, "ჰამბურგმა" ბრემენის "ვერდერს" უმასპინძლა და შეხვედრა ფრედ 0-0 დასრულდა.

ხსენებული მატჩი გამორჩეული იმით გახდა, რომ 89-ე წუთზე მოედანზე 17 წლის იან ფიეტე შემოვიდა და გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელიც 2000 წლის შემდეგ დაიბადა და ბუნდესლიგაში ითამაშა.

ფიეტე 2000 წლის 6 იანვარს დაიბადა. იგი გერმანიის ნაკრებისა და "ჰამბურგის" 19 წლამდელთა გუნდის წევრია. იანი პოზიციით ცენტრფორვარდია.

იან ფიეტე უკვე შევიდა ისტორიაში. ვნახოთ, მოახერხებს და დაგვამახსოვრებს თუ არა თავს კარგი ასპარეზობით.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები