„ინტერმა“ კონდოგბიასთან 5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა
Aa
Aa

„ინტერმა“ კონდოგბიასთან 5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა

რამდენიმე წუთის წინ, „ინტერმა“ ჯოფრი კონდოგბიას ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. ფეხბურთელის „ნერიაძურის“ რიგებში გადასვლა უკვე დიდი ხნის გადაწყვეტილი იყო, თუმცა დღეს მხარეებმა უკანასკნელი ფორმალური დეტალებიც მოაგვარეს და კონდოგბიაც „ინტერის“ სრულფასოვანი წევრი გახდა. 22 წლის ფრანგმა მილანელებთან 5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ტრანსფერის ფინანსური მხარე ჯერ-ჯერობით არ ხმაურდება, თუმცა სავარაუდოდ „ინტერს“ კონდოგბიას შეძენა 35 მილიონი დაუჯდა.

კონდოგბია „მონაკოს“ რიგებში 2013 წლიდან ასპარეზობდა. გასულ სეზონში, ფეხბურთელმა საფრანგეთის ჩემპიონატის 33 მატჩში მიიღო მონაწილეობა. მის ანგარიშზე კი, 2 გატანილი გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები