დანილომ 3 არაამქვეყნიური ფებხურთელი დაასახელა:
Aa
Aa

დანილომ 3 არაამქვეყნიური ფებხურთელი დაასახელა: "რატომ არა რონალდუ?..."მისი მიზანი..."

"მანჩესტერ სიტის" ამჟამინდელმა და "რეალის" ყოფილმა ფეხბურთელმა დანილომ 3 ფებხურთელი დაასახელა, რომლებსაც არაამქვეყნიურად მიიჩნევს. ბრაზილიელმა მცველმა, მოულოდნელად კრიშტიანო რონალდუ სიის მიღმა დატოვა დატოვა.

"მეგობრებს ვუთხარი, რომ მე მხოლოდ სამ ფეხბურთელს აღვიქვამ არაამქვეყნიურად, რომელთა თამაშიც ვარჯიშზე პირადად მინახავს. ესენი არიან: ნეიმარი, ისკო და მარსელო. მარსელო შესანიშნავი მოთამაშეა. მას ყოველთვის სურს, რომ ბურთთან კავშირში იყოს. ისკოც ასეთია. შესაძლებლობებითა და ხარისხით, ამ კომპონენტებში ისკო მსოფლიოში საუკეთესოა. რონალდუ? ის განსხვავებულია. მისი მიზანი გოლები და შედეგებია". - განაცხადა დანილომ Marca-სთან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ დანილო ამ ზაფხულს მადრიდის "რეალიდან" 27 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ "მანჩესტერ სიტიში" გადაბარგდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები