Aa
Aa

"ბაიერნის" ახალი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია?

კარლო ანჩელოტის თანამდებობიდან დათხოვნის შემდეგ, "ბაიერნის" სავარაუდო მწვრთნელთა სია დღითიდღე იზრდება.

SPORT1-მა დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ "რეკორდმაისტერი" შესაძლოა, "დორტმუნდის" ყოფილმა დამრიგებელმა ტომას ტუხელმა ჩაიბაროს.

გავლენიანი გერმანული გამოცემა წერს: ტუხელი მიუნხენელებს იურგენ კლოპზე მეტად შეეწყობა. ის გვარდიოლას დაწყებულ საქმეს წარმატებით გააგრძელებს. ესპანელმა მწვრთნელმა გუნდში ისეთ შემადგენლობას მოუყარა თავი, რომელსაც მაღალი დონის ტექნიკური არსენალი აქვს და მათი სტილად ბურთის კონტროლი აქცია. ანჩელოტიმ ეს ვერ შეძლო და რეგრესი აშკარა იყო. ტუხელის ხელწერა სწორედ ასეთია. ის "ბაიერნის" ამჟამინდელ შემადგენლობას ძალიან კარგად მოერგება. 

ყველაზე გავლენიანი გერმანული გამოცემა Bild-ის ინფორმაციით, მიუნხენელებს ტომას ტუხელი გაწვრთნის. წყაროს ცნობით, ტუხელი აეროპორტში მიუნხენის რეისის ჩასხდომაზე შენიშნეს.

შეგახსენებთ, რომ "ბაიერნის" თავკაცის პოსტზე "ჰოფენჰაიმის" მთავარი მწვრთნელის იულიან ნაგელსმანის კანდიდატურაც განიხილება. თუ, უახლოეს პერიოდში ხსენებული კანდიდატებიდან შეთანხმება ვერცერთთან ვერ შედგა, ამ შემთხვევაში მიუნხენელებს სეზონის ბოლომდე მათი ყოფილი ფეხბურთელი, ფრანგი ვილი სანიოლი ჩაიბარებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები